990 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი | Covid-19-ის განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 265  პირი, გარდაიცვალა 23 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა;
  • აჭარა – 72;
  • იმერეთი – 167;
  • ქვემო ქართლი – 65;
  • შიდა ქართლი – 83;
  • გურია – 15;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 68;
  • კახეთი – 54;
  • მცხეთა-მთიანეთი – 29;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი, 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი.