998 ახალი შემთხვევა, 16 გარდაცვლილი | 23 იანვრის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 1 892 პირი და გარდაიცვალა 16 ადამიანი.

მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილიი 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ინფიცირების 9 279 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.