ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რამდენიმე წუთის წინ სოფელ გუმათში მივიდნენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გილეთიანი ამბობს, რომ კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გზას ორივე შესასვლელიდან გადაკეტავენ. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მოსახლეობას გადააგილებაში ხელი არ შეეშლება.
„ჩვენ ახლა უშუალოდ გზას ვკეტავთ კომპანიისთვის, კომპანიის სპეცტექნიკა და მათი ტრანსპორტი ხეობაში ვეღარ შემოვლენ. ორივე მხრიდან შემოსასვლელი გადაკეტილია, მათ შორის რაჭის მხრიდან შემოსასვლელი, კერძოდ სოფელ ტვიშში ერთი კარავია გაშლილი და ხვალიდან კიდევ დაემატებიან“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები არსად შეჭრას არ აპირებენ, თუმცა გზა გადაკეტილი იქამდე იქნება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
თბილისიდან დაბრუნებულმა აქციის მონაწილეებმა სოფელ გუმათში მდებარე „ენკას“ ბაზიდან მსვლელობა მოაწყვეს გუმათჰესის მიმართულებით, სადაც პოლიციური ძალებია მობილიზებული.