1 056 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი | კორონავირუსის 28 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელდა 1 071 ადამიანი, გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, PCR – 12 208.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2.71%, ბოლო 14 დღის – 3.68%, ბოლო შვიდი დღის – 3.22%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 103, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 40, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.