ამ ეტაპის ინფორმაციით, კრწანისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, დაიღუპა 1, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.
მათი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში შემთხვევის შემსწრე მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყვება: კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსის ეზოში შემოვარდა სატვირთო მანქანა, რომელმაც მოიყოლა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, როგორც ჩანს დაღმართზე ვერ შეაკავა მუხრუჭმა და გადმოეშვა პირდაპირ კლინიკის ეზოში”.