რუსეთის მთავრობის მთელი შემადგენლობა გადადგა – ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნა მიღებული.
მედვედევის განცხადებით, ცვლილება დააბალანსებს ძალაუფლებას სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის.