მოქალაქე მოითხოვს, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის ტარება სავალდებულო იყოს

პუბლიკა
მოქალაქე დავით მებაღიშვილი საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და მოითხოვს, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის ტარება სავალდებულო გახდეს.

მოქალაქე წერს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულია მძღოლის და მის გვერდით მჯდომის მიერ ღვედის გაუკეთებლობა, თუმცა კანონი არ ვრცელდება მსუბუქი ავტომანქანის უკანა სავარძლებზე.

საკანონმდებლო წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ კანონით ესაც რომ ყოფილიყო განსაზღვრული, ბევრი მგზავრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი.

პარლამენტის ბიურომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა.


დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 40 ლარით ჯარიმდება.