შეშფოთებული ვარ საქართველოში მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო - ფონ კრამონი

პუბლიკა

ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ევროკავშირის მიკრო-ფინანსურ დახმარებასთან საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის გონივრული. სასამართლოს სისტემაში „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.