დღეს, 19 ივნისს ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. ხვამლის მთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ადგილობრივების გარდა, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები და ტურისტები ეწვივნენ. ისინი ჯერ წირვას, მოგვიანებით კი ტრადიციულ დოღს დაესწრნენ.
„ხვამლობა“ მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს აღინიშნება.