პანდემიის ფარგლებში საზღვარგარეთიდან ჩამორიცხულია 1.44 მილიარდი ევროს დაფინანსება - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“. საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.

ძირითადი მიგნებები

– პანდემიის ფარგლებში განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ წყაროს საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები წარმოადგენდა. პანდემიის ფარგლებში, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საზღვარგარეთიდან ჩამორიცხულია 1.44 მილიარდი ევროს დაფინანსება.

 

– 2020 წელს ათვისებული საგარეო კრედიტების 63% მოხმარდა ბიუჯეტის მხარდაჭერას, 14% – საგზაო ინფრასტრუქტურას, 7% – საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, 7%-მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, 6% – ჯანდაცვის სექტორს, 1%-ენერგეტიკის სექტორს, ხოლო 2% – სხვა ხარჯებს.

 

– საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში, ცალკეული პროექტების ათვისებული თანხები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის გეგმიურ მაჩვენებელს.

 

– 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული მიზნობრივი გრანტების ფარგლებში ათვისებული 98.4 მილიონიდან, 14.8 მილიონი მოხმარდა შრომის ანაზღაურებას, ხოლო 44.9 მილიონი ლარი –  საქონელი და მომსახურებას.

 

– 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დონორის სახსრებით 113 შესყიდვა/ფასების კოტირება გამოცხადდა. მათ შორის, Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვისსამინისტროსმიერგამოცხადებული 10 ტენდერიდანმხოლოდ 7 შედგადამათმაჯამურმაღირებულებამ 13 მილიონ 800 ათასლარამდეშეადგინა. რამდენიმე შემთხვევაში ხელშეკრულებები დაიდო მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებთან.

 

– ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სულ დაიხარჯა 4.15 მილიარდი ლარი. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას მოხმარდა 594.4 მილიონი ლარი, მოსახლეობის სოციალურ დახმარებას 1.13 მილიარდი ლარი, ბიზნესის მხარდაჭერას 786.9 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 1.63 მილიარდი ლარი ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებით პაკეტებს.

 

– ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, კოვიდ ტესტების შესყიდვაში ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით 146,840,376 ლარი დაიხარჯა.  ხარჯი სამინისტროს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა უწყებამ გასწია, მათ შორის: თავად სამინისტროს აპარატმა ჯამში 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა; ა(ა)იპსამედიცინოჰოლდინგმა – 1,670,320 ლარი, საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრმა – 1,344,545 ლარი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ ერთობლივად – 10 მილიონ ლარზე მეტი; 33.5 მლნ დოლარზე მეტია (111.5 მლნ ლარზე მეტი) დახარჯული ტესტების შესყიდვაში.

 

– ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სესხების ფარგლებში, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, არ განხორციელებულა.

 

– სოციალური დაცვის მიმართულებით, 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოხმარდა მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას – 469.6 მილიონი ლარი. მსგავსი ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ.

 

– უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან 450 მლნ. ლარი გამოიყო. პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე (მაისი-ნოემბერი) გამოყოფილი თანხების მესამედიც ვერ იქნა ათვისებული.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.