მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პუბლიკა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია, ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშიასთან ერთად, ხობში დააკავეს.

შემთხვევა 24 ივლისს მოხდა.

ორივე დაკავებულს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმის წარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ შემთხვევაში გამოძება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.