„ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები“ - AMBAVI

პუბლიკა

დღეიდან ბარ AMBAVI-ში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ სტუმრებს შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-გვერდზე ბარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ, იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.