გუშინ, 30 ივლისს, თბილისში უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
როგორც გაუჩინარებული ქალის მეგობრები აცხადებენ, ბრუკი საღამოს მთაწმინდისკენ წავიდა სასეირნოდ. მეგობრები ფიქრობენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას. მას შემდეგ კი ახალგაზრდა ქალი აღარავის უნახავს.