76%-ისთვის ევროკავშირის, ხოლო 74%-ისთვის NATO-ს წევრობა მისაღებია – NDI

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76%-ისთვის მისაღებია საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ეს მონაცემი 2020 წლის დეკემბერთან შედარებით 4%-ითაა შემცირებული.

11%-ისთვის მიუღებელია, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, ხოლო 13%-მა უპასუხა, რომ არ იცის, რას ფიქრობს ამის შესახებ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების მომხრეა გამოკითხულთა 74%, ისევე, როგორც 2020 წლის დეკემბერში.

NATO-ში საქართველოს გაწევრებას ეწინააღმდეგება გამოკითხულთა მხოლოდ 11%, 14%-მა კი უპასუხა, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით. NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.