გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

„როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.