„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შესახებ გამართა ბრიფინგი. პარტიის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.
შეკითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
| „ქართული ოცნება“ | 50,9% |
| „ნაციონალური მოძრაობა“ | 25,2% |
| „საქართველოსთვის“ | 5,7% |
| „გირჩი – მეტი თავისუფლება“ | 3,4% |
| „პატრიოტთა ალიანსი“ | 3,1% |
| „ლელო“ | 2,9% |
| „მოქალაქეები„ | 2,6% |
| „მესამე ძალა“ | 1,7% |
| „ევროპული საქართველო“ | 1,1% |
| „ლეიბორისტული პარტია„ | 0,9% |
| „გირჩი“ | 0,4% |
| სხვა პარტიები | 2,1% |
შეკითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
| კახა კალაძე („ქართული ოცნება“) | 57,9% |
| ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) | 27,8% |
| გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) | 5,3% |
| ანა ბიბილაშვილი („ლელო“) | 2,5% |
| გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) | 2,1% |
| ანა დოლიძე („ხალხისთვის“) | 1,6% |
| თამარ კეკენაძე („მესამე ძალა„) | 0,6% |
| მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) | 0,5% |
| სხვა კანდიდატები | 1,7% |
პარტიის წარმომადგენლის თქმით, კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს.