ტენდენციაა მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან | პაპუაშვილი საარჩევნო დარღვევებზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, არ შეაწუხონ მოქალაქეები 100-მეტრიანი რადიუსის მიღმა.

„ტენდენცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევაა უბნებთან. დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეს უბანთან, უბნიდან მოშორებით. საარჩევნო კოდექსით შემოღებული იქნა 100-მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი. ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ შეაწუხონ მოქალაქეები 100 მეტრის მიღმა. არსებობს 100-მეტრიანი რადიუსი და ამ რადიუსა ყველამ უნდა ვცეთ პატივი. ჟურნალისტებს მოვუწოდებ, 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებთ მოქალაქეებს.

ჩვენ ვხედავთ აჟიოტაჟს მედიის წარმომადგენლების მხრიდან. ეს შეიძლება, იქნას აღქმული, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ და მედიას მოვუწოდებთ იყვნენ ობიექტურები.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.