მარნეულში ფიქსირდება განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევები - „მრავალეროვანი საქართველო“

პუბლიკა

მარნეულში ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს. მათ მიერ დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებში იკვეთება ამომრჩევლის მიერ განმეორებით ხმის მიცემის შემთხვევები:

„N22 მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული მარკირება უფლება მისცეს კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა, რაზეც დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი. 

„მარნეულის 79-ე უბანზე ამომრჩეველმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

N22 მარნეულის N 65-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას, დამკვირვებელს არ აძლევდნენ უბანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, აღმოიფხვრა დამკვირვებლის მითითების საფუძველზე.

მარნეულის N 22 ოლქის N 6 უბანი – სამ შემთხვევაში მარკირებას არ ამოწმებდა ნაკადის მარეგულირებელი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გასცა შესაბამისი მითითება.

 N22 მარნეულის მე-6 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა 5-ჯერ არ შეამოწმა მარკირება.

N 22 მარნეულის 88-ე საარჩევნო უბანზე, ხუთმა პირმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.

N 22 მარნეულის 79-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.

N22 მარნეულის 48-ე უბანზე, დასაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი უბანზე შეუშვეს  პირადობის მოწმობის გარეშე, მრავალეროვანი საქართველოს, დამკვირვებელს ფაქტის გაპროტესტების გამო დაატოვებინეს უბანი”, – აცხადებს „მრავალეროვანი საქართველო“.