„ფორმულას“ ეგზიტპოლით, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია „Edison Research“-მა ჩაატარა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 18:00-ის მონაცემით, ხმები ასე განაწილდა:
- კახა კალაძე – 43%
- ნიკა მელია – 39%
- გიორგი გახარია – 7%
- ანა დოლიძე – 4%
- ანა ბიბილაშვილი – 2%
- გიორგი ლომია – 1%
- რიჩარდ ონგბუნუჯუ – 1%
ამ შედეგებით თბილისში II ტური დაინიშნება.
„ფორმულას“ ეგზიტპოლით, საქართველოში პარტიებს შორის, 18:00-ის მონაცემით, ხმები ასე განაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – 46%
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 33%
- „საქართველოსთვის“ – 6%
- „ევროპული საქართველო“ – 2%
- „გირჩი“ – 2%
- „ლელო“ – 2%
ეს შედეგები 18:00-ის მონაცემით შედგა. ცდომილების ზღვარი -/+3%-ია. 95%-იანი სანდოობისთვის თბილისში ჩატარდა 6783 ინტერვიუ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად. მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.