ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ის ეგზიტპოლები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის მიხედვით, დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:
თამარ კეკენაძე – 0.2%;
ნიკა მელია – 34.6;
გიორგი ლომია – 1%;
ანა ბიბილაშვილი – 2%;
რიჩარ ობუნუზუ – 0.6;
გიორგი გახარია – 5.6%;
კახა კალაძე – 51.3%;
ანა დოლიძე – 3.1%;
სხვა კანდიდატი – 1.6%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 18:00 საათისთვის ხმები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა.
„ქართული ოცნება“ – 47,6%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%
„საქართველოსთვის“ – 6,8%
„ლელო“ – 2,8%
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,8%;
„ევროპული საქართველო“ – 2,6%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%;
„მესამე ძალა“ – 1,3%;
„მოქალაქეები“ -1%;
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 0,9%
სხვა – 3,7%
მეთოლოგია:
გამოკითხვა 120 უბანზე ჩატარდა. გაოიკითხა 11 ათასი ამომრჩეველი და შედეგების ცდომილება პლიურ მინუს 3 %-ია.