შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოცნებამ" დედაქალაქი პირწმინდად წააგო - მელია

პუბლიკა

„ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი – დედაქალაქი”, – განაცხადა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„უკვე შეგვიძლია ვთქვთ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი.

მერის არჩევნების ნაწილში გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება.

ახლა მთავარი არის ერთი რამ – მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ“, – განაცხადა მელიამ.