„ფორმულას“ ეგზიტპოლით, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია „Edison Research“-მა ჩაატარა, საქართველოში პარტიებს შორის, 18:00-ის მონაცემით, ხმები ასე განაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – 46%
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 33%
- „საქართველოსთვის“ – 6%
- „ევროპული საქართველო“ – 2%
- „გირჩი“ – 2%
- „ლელო“ – 2%
- „მესამე ძალა“ – 1%
- „ხალხისთვის“ – 1%
- „გირჩი“ – 1%
- „ლეიბორისტები“ – 1%
- „პატრიოტები“- 1%
- „მოქალაქეები“ – 1%
საქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 14 640 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2% ქვეყანის მასშტაბით.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი.
თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.