„ხალხმა თქვა თავისი სიტყვა, ის გამოვიდა და „ქართული ოცნება” დაამარცხა. კოალიციამ დაამარცხა „ოცნება”.
ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განცხადა.
„ჩვენი ყველას ამოცანაა, დავიცვათ ხმები. უახლოესი ორი საათის განმავლობაში. ახლა ვიშლებით უბნებზე. ყველა ჩვენს მომხრეს უბნებზე მოვუწოდებ, დავიცვათ ხმები” – ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო უბნები დაიხურა. ეგზიტპოლების შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს.