იმედია, ოპოზიცია არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას - სამადაშვილი

პუბლიკა

„ოცნება“ დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა“, – ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი facebook-ზე თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.

„იმედია, ოპოზიცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, პროპორციული უკვე მოიგო, არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას (ცხადია, ჩემი აზრით). მეორე ტურებზე, სადაც შედგება, ყველგან გავა.

დაველოდოთ დამკვირვებლების შეფასებებს, მაგრამ, პრინციპულად, ამ უთანასწორო ბრძოლის წესებში, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამისა, ოცნება დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა”, – წერს სამადაშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.