„ლელო“ მეორე ტურში ოპოზიციის მერობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს

პუბლიკა

ვაპირებთ მხარი დავუჭირო ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ , – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხების და ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა.

რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოში ჩვენ გვეყოლება ორი წარმომადგენელი, ვფიქრობთ, ფრაქციის შექმნაზე. ბათუმის საკრებულოში ჩვენ 2 წარმომადგენელი გვყავს, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, გაუქმდება მაჟორიტარული ოქმის შედეგი და ჩვენი პარტიის წევრი, გენო თებიძე მეორე ტურში გადავა. ყოვლად დასაგმობი სიყალბე ჩაიდინეს. იმედი გვაქვს, ჩვენი წარმომადგენლობა ბათუმის საკრებულოში სამკაციანი გახდება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.