ცენტრალური საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნებში 769 უბნიდან 100% დაითვალა. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში მეორე ტური „ქართული ოცნების” კანდიდატ კახა კალაძესა და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატ ნიკა მელიას შორის გაიმართება.
თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოდა. მიღებული ხმების რაოდენობით, მათი რეიტინგი ასეთია:
- კახა კალაძე, „ქართული ოცნება” – 216 203 ხმა (45.04%);
- ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა” – 163 003 (33.96%);
- გიორგი გახარია, „საქართველოსთვის” – 44 914 (9.36%);
- ანა დოლიძე, „ხალხისთვის” – 22 033 (4.59%);
- ანა ბიბილაშვილი, „ლელო” – 12 155 (2.53 %);
- გიორგი ლომია, „პატრიოტთა ალიანსი” – 7 041 (1.47 %);
- მიხეილ ქუმსიშვილი, „ლეიბორისტული პარტია” – 3 908 (0.81 %);
- თამარ კეკენაძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” – 2 921 (0.61 %);
- არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო” – 2 915 (0.61 %);
- ზაზა ხატიაშვილი, „თავისუფალი საქართველო” – 1 754 (0.37 %);
- გიორგი გაჩეჩილაძე, „მწვანეთა პარტია” – 914 (0.19 %).
- გიორგი ქუთათელაძე, „საქართველო” – 647 (0.13 %);
- გიორგი ლაღიძე, „მომავალი საქართველო” – 476 (0.1%);
- ქეთევან ნაკაშიძე, „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის” – 404 (0.08 %);
- ევგენი ღვინიაშვილი, „მშრომელთა სოციალისტური პარტია” – 404 (0.08 %);
- თეიმურაზ ბობოხიძე, „მამული” – 344 (0.07%).