განკარგულებით, მეცნიერებათა აკადემიაში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 100 000 ლარით გაიზარდა

პუბლიკა

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა 100 000 ლარით იზრდება, – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აკადემიის 2020 წლის ბიუჯეტში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლი შემცირდება 100 000 ლარით და შესაბამისი თანხით გაიზრდება „შრომის ანაზღაურების“  მუხლი პირველ და მეორე კვარტალში.

ამასთან, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით აკადემიას მიეცა თანხმობა, დაამტკიცოს 2020 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (ხელფასი).

დანართის მიხედვით, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ერთი თვის ხელფასი 3 200 ლარია, ვიცე-პრეზიდენტის – 2 200 ლარი; დანართის მიხედვით, პრეზიდენტს ჰყავს 3 მრჩეველი, მათ შორის საორგანიზაციო საკითხებში. მათი ხელფასები 1300, 1200 და 950 ლარია.

განკარგულების დანართის მიხედვით, 2020 წელს ჯამში აკადემიაში თანამდებობრივმა სარგომ წელიწადში 1 836 600‬ ლარი შეადგინა.

იხილეთ დანართი სრულად ბმულზე;