გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.