17 ნოემბერი | 72 გარდაცვლილი და 4 732 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს.

გარდაიცვალა 72 პაციენტი. პირველი ნოემბრიდან დღემდე პანდემიამ 1 167 ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 11 212 ადამიანი.

16 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.11%.

გამოჯანმრთელდა 4 812 ადამიანი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996.

ბოლო 24 საათში საქართველოში 50 707 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა – 136, იმერეთი – 878, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 425, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 408, კახეთი – 285, მცხეთა-მთიანეთი – 112, სამცხე-ჯავახეთი – 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.