4 278 ახალი შემთხვევა, 63 გარდაცვლილი | კორონავირუსის 19 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, გარდაიცვალა 63.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 298 ტესტი, მათ შორის 31 273 ანტიგენის და 20 025 PCR. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.52% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 715, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 412, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი -334, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 110, სამცხე-ჯავახეთი – 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 723, საიდანაც:

6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 44 060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.