შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
უწყების ცნობით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.