Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 361 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 812 246-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.01%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 621, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 242, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი -260, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.