ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3742 პაციენტი. ბოლო 24 საათში კი სულ 51 756 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი – 1 811 შემთხვევა
- აჭარა – 176
- იმერეთი – 829
- ქვემო ქართლი – 265
- შიდა ქართლი – 370
- გურია – 143
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 356
- კახეთი – 267
- მცხეთა-მთიანეთი – 140
- სამცხე-ჯავახეთი – 138
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 47 111 შემთხვევაა, რომელთაგან: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 595, აჭარაში – 530, იმერეთში – 1 407. ამ ეტაპზე 1 660 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 657, აჭარაში – 127, იმერეთში – 500.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 43, იმერეთში – 40. 1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 722- თბილისში, 256 – აჭარაში. 39 371 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.