დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე.“
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ყოველდღიური აცრების რაოდენობა.
გამყრელიძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„დადებითობის მაჩვენებელიც ბოლო 7-14დღემდე, პირველად ჩამოსცდა ცხრა პროცენტს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს სტაბილიზაციის ნიშნები არის მაღალ რიცხვებზე და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა, არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა.
გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკაოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.