80 გარდაცვლილი და 5050 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 30 ნოემბერის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 80 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4214 პაციენტი.

ბოლო 24 საათში სულ ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 865, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 482, გურია – 160, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 475, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი – 172, სამცხე-ჯავახეთი – 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69.