არასამთავრობო ორგანიზაციის„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტებმა სასამართლოში გაასაჩივრეს „მწვანე პასპორტის“ პირობები. მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილ ადამიანებს უვადო „მწვანე პასპორტი“ ენიჭებათ.
იურისტების შეფასებით, არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება მწვანე პასპორტის უვადოობა ამიტომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ მთავრობა დაავალდებულოს, წარმოადგინოს არგუმენტაცია რამდენად უსაფრთხოა კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტი.“
ხვალიდან ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ ამოქმდდება.
ვინ იქნება მწვანე პასპორტის მფლობელი?
მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე სტატუსი ექნება – სრულად ვაქცინირებულ პირს; ან პირს, რომელსაც ბოლო 72 საათში ჩატარებული აქვს პსრ ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენტესტი; ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით, ყველა პირი, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მიიღებს „მწვანე“ სტატუსს, განურჩევლად იმისა, თუ როდის გადაიტანა და გასულია თუ არა 6-თვიანი პერიოდი ინფიცირებიდან. მისი თქმით, 6-თვიან პერიოდთან დაკავშირებული დათქმა ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის
სად შეძლებენ „მწვანე“ პასპორტის მფლობელები შესვლას?
1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:
- კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
- კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში;
- გასართობ ცენტრებში;
- სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე;
- სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში;
- სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ხვალიდან იხსნება ასევე რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა.