აუდიტის სამსახურმა პარტია „ქართული ოცნების“ 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, პარტიის ოპერატიული Pr სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა 16-ია. პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 62 000 ლარი მიიღო.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის განმავლობაში ფულადი სახით მიიღო 4 285 578 ლარი. აქედან, შემოწირულობის სახით – 2 896 000 ლარი.