დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 4 145, გარდაიცვალა 63 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 50 470 კვლევა ტესტით.
ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია 8.22%, ბოლო 7 დღის – 7.91%
ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 660 აცრა.