დღეს ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დღეს საკრებულოს მეორე სხდომები გაიმართა.
3 დეკემბერს, პირველ სხდომაზე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 3 დეკემბერს, საკრებულოს წევრების უფლებამოსილებები ცნეს, თუმცა თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
წინა სხდომაზე, 3 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, გამომდინარე იქიდან რომ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა თავდაპირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ”, შემდეგ კი პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა.
წალენჯიხაში კი გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წარმომადგენელმა, თავმჯდომარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეჯამების მიზნით, გონერი კვარაცხელიამ პარტიებთან კონსულტაციებისთვის ერთკვირიანი ვადა ითხოვა:
ზუგდიდის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
- „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.
წალენჯიხის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 11 მანდატი;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 11 მანდატი;
- „საქართველოსთვის“ — 4 მანდატი;
- „ლელო“ — 1 მანდატი.
სენაკის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13;
- გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის“ – 4;