საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 64 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 234 კოვიდპაციენტი.
StopCov.ge-ის ინფორმაციითვე, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,11 %-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 7,93%-ს, ხოლო ბოლო 7 დღის – 7,53%-ს.
StopCov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 886 364 , ბოლო 24 საათში – 3 542;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 827 676 , ბოლო 24 საათში – 2 234;
- მათ შორის გარდაცვლილი – 12 695 , ბოლო 24 საათში – 64;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 57 978, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 558, PCR ტესტით – 23 420;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,11%, ბოლო 14 დღის – 7,93%, ბოლო 7 დღის – 7,53%;
- სულ აცრილია – 2 300 323, დღიურად აცრილია – 11 184;
- კარანტინის რეჟიმში – 37;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 164;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 174.