თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წელს დასრულდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლიდან არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს დედაქალაქში.
„ვამთავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტრობუსები და უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, რომ 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი შევიძინოთ, თუმცა ამ ეტაპზე ამ შესყიდვით, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება.
წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე, ე.წ. მარშუტკები მთლიანად შემოყვანილი იქნება და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებული იქნება. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.