პარლამენტთან, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, მონაწილეებმა პარლამენტის ჭიშკრის „დაბოქლომება” სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია – „სირცხვილის კორიდორები“ დღეს დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს ბანერები წარწერებით – „სირცხვილია!“ და „შეცვალე!“.
აქციის მონაწილეები პარლამენტის ორ სხვადასხვა შესასვლელთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე დგანან და შეძახილებითა და სტვენით ხვდებიან დეპუტატებს.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.