არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს - პრეზიდენტი

პუბლიკა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს. მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, რასაც ემატება კოვიდი, სოციალური პრობლემები. მისი თქმით, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, თუ საით უნდა წავიდეთ.

„ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხი, შიდა განვითარება, ამ სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს. ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო, ვართ რაღაცნაირად მიბჯენილი, შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს გვავიწყდება. დროა, ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ახალგაზრდები ქვეყნიდან, მისი თქმით, არავის არ უნდა იცხოვროს სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება.

„ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს; ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.