„წინაპირობებზეც იყო საუბარი და მთავარი წინაპირობა არის სამართლიანობა“,- კობახიძე

პუბლიკა

„წინაპირობებზეც იყო დღეს საუბარი და მთავარი წინაპირობა არის სამართლიანობა“,– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტთან მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მისი თქმით, უნდა შეფასდეს წარსული და ამის შეფასება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ფორმატში.

„წინაპირობებზეც იყო დღეს საუბარი და მთავრი წინაპირობა არის სამართლიანობა. თუ არ იქნება სამართლიანობა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია ვერ მოხდება ვერანაირი შერიგება. აქ წარსული კი არ არის მთავარი, მომავალია მთავარი, როდესაც არ ფასდება წარსული, ეს მომავალს უქმნის პრობლემას.

შეფასება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ფორმატში და ყველა უნდა იყოს ჩართული, ნებისმიერი სუბიექტი. ჩვენ ხომ საუბარი არა გვაქვს ზეპირ შეფასებებზე, საუბარი გვაქვს კონკრეტულ ფაქტებზე. ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი და ფაქტებს სჭირდება სათანადო ფაქტობრივი შეფასება“, – განაცხადა კობახიძე პრეზიდენტთან მიღების შემდეგ.


ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღებას მართავს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.