რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ-ერთ საამქროში, სავარაუდოდ, კონსტრუქცია ჩამოინგრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ასევე, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები. დაშავებულების შესახებ უწყებაში ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ.
ტელეკომპანია, „მთავარის“ ინფორმაციით, თვითმხილველები საუბრობენ მსხვერპლზე. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი.
„პუბლიკა“ ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ოფიციალური წყაროებიდან, რის შემდეგაც მასალა განახლდება.