საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 შემთხვევიდან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია.