ქრთამის აღების საქმეზე ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

პუბლიკა

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას პრიკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა – 30 000 ლარი აიღო, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა დაუფლებოდა მუნიციპალიტეტის კუთვნილ 439 892.46 ლარს.

პროკურატურის განცხადებას სრულად გაეცანთ ბმულზე.