„ქვეყანაში უკვე უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
„იწყება კიდევ აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც გამოწვეულია, დიდი ალბათობით, ახალი შტამით, ომიკრონით”. – თქვა მან
„ამიტომ გთხოვთ – განაცხადა გამყრელიძემ – ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ესაა პირველ რიგში: პირბადე, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა”.