4 234 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი | კორონავირუსის 7 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge -ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 006 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 727  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.41%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  953 410-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა
  • აჭარა – 495
  • იმერეთი – 457
  • ქვემო ქართლი – 164
  • შიდა ქართლი – 199
  • გურია – 147
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196
  • კახეთი -158
  • მცხეთა-მთიანეთი -93
  • სამცხე-ჯავახეთი -53
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 716 საიდანაც: 1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 – თბილისში, 228 – აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 6.