Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 745 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, გარდაიცვალა 31 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.57%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთი – 218, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.